რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორ ACSV-ს გადასცემს

ACSV

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, კანადა უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორ ACSV-ს გადასცემს.

"მსუბუქი ჯავშანტექნიკა, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით, იქნება ძალიან ეფექტური. მოხარულები ვართ, რომ უკრაინას დავეხმარებით და გავაგრძელებთ, რომ მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ". - თქვა ტრუდომ მადრიდში გამართულ NATO-ს სამიტის დასასრულს.

ისინი კანადის არმიისთვის იყო განკუთვნილი და მიწოდების პროცესში იყო, მაგრამ უკრაინაში გადამისამართდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები