რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უკრაინაში ომის გამო, თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავზარდოთ

REUTERS/Johanna Geron

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთის მთავარი ინტერესი უკრაინაში ომის დასრულებაა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის გამო, აუცილებელია თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა.

"ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები რადიკალურად უნდა გავზარდოთ". - თქვა ვიქტორ ორბანმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები