რეკლამა

(რ) რე|ბანკის პარტნიორებს თეგეტა მოტორსი შეემატა

რე|ბანკის პარტნიორების ქსელს უკვე თეგეტა მოტორსიც შეუერთდა. ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს თეგეტა მოტორსის ნებისმიერი მომსახურებით და ხარჯი 3 თვეზე თანაბრად, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილოს. 

ამასთან ერთად, 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს ქეშბექ აქცია, რომლის ფარგლებშიც თეგეტა მოტორსში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბარათზე დაუბრუნდება (მაქსიმუმ 50 ლარი ერთ მომხმარებელზე აქციის პერიოდში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება ორ ეტაპად, პირველი ნაწილი ჩაირიცხება 15 აგვისტომდე, მეორე კი 15 სექტემბრამდე).

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებით რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ, გონივრულად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები. 

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება მრავალჯერადად. 

რე|ბანკს უკვე 2 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება ტოპ|ქარდით შოპინგისას თითოეულ სავაჭრო ობიექტზე შეგიძლიათ გაიგოთ რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში: 

  • თბილისი, პეკინის გამზირი #19
  • თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

კომენტარები