რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: თუ უკრაინა იარაღს დაყრის და მოთხოვნებს შეასრულებს, ყველაფერი 24 საათში დასრულდება

დმიტრი პესკოვი
TASS

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და ოფიციალური კიევი რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს, ყველაფერი 24 საათში დასრულდება. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უკრაინულ მხარეს შეუძლია, რომ ყველაფერი 24 საათში დაასრულოს. საჭიროა ბრაძნება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა იარაღი დაყარონ, ბრძანება, რომ სამხედროებმა იარაღი დაყარონ და ასევე, უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები. შემდეგ კი ყველაფერი, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში დასრულდეს". - თქვა პესკოვმა.

ასე უპასუხა კრემლის პრესმდივანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხებოდა, რომ მას ომის დასრულება ზამთრის დადგომამდე სურს.

"დანარჩენი – ეს უკვე უკრაინის ხელისუფლების ხელმძღვანელის აზრებია". - დაამატა პესკოვმა.

ამასთან პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ორიენტირებულია პუტინის განცხადებაზე, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და საკუთარ მიზნებს აღწევს".

გარდა ამისა, კითხვაზე აქვს თუ არა რუსეთს ომის დასრულებისთვის განსაზღვრული ვადა, პესკოვმა უპასუხა, რომ ასეთი ვადა არ არსებობს.

კომენტარები