საქართველოს შეიარაღებული ძალები

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ოქტომბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ქართველი სამხედროები
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ოქტომბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.

წვრთნები, სახელად Eternity-2022 17-28 ოქტომბერს ჩატარდება.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, წვრთნების დაგეგმვის პირველი შეხვედრა თურქეთში, 1-ლი არმიის სამეთაურო შტაბში ჩატარდა. მას დაესწრნენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში, თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე, გაიხსნა Eternity-2021. ყოველწლიურ წვრთნებში სამივე ქვეყნის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წერდა, საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.

კომენტარები