მარნეული

მარნეულში სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის 1 ორსული დაიღუპა

შსს

მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ქალი. არიან დაშავებულებიც.

საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ორსულად იყო, გარდაიცვალა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები