თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩვენი ამოცანა მხარდაჭერის გაზრდაა და არა მის გარეშე ძალაუფლების ხელში ჩაგდება

თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩვენი ამოცანა მხარდაჭერის გაზრდაა და არა მის გარეშე ძალაუფლების ხელში ჩაგდება

"თავისუფლების დაცვა მხოლოდ ღირსეულ ხალხს შეუძლია. როდესაც ერი ვერაგდება და ირყვნება, ბატონს ითხოვს" – ბენჯამინ ფრანკლინი

მეგონა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს შორის ფართო შეთანხმება არსებობდა იმაზე, რომ ქვეყნის მართვას სჭირდება ლეგიტიმაცია.

მეგონა, ფართო შეთანხმების საგანი იყო, რომ ძალაუფლების განხორციელება ლეგიტიმაციის გარეშე მავნებელია.

მეგონა, ფართო შეთანხმების საგანი იყო, რომ თავისუფალი არჩევანის უფლებისთვის ვიბრძვით და არა – ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

გუშინ გაირკვა, რომ ვცდები.

გუშინ ამ ჭეშმარიტებაზე პასუხად სერიოზულად გვეუბნებოდნენ, რომ ერთპროცენტიანებს არჩევნები რად გვინდა!

ჩემთვის შოკისმომგვრელია ასეთი თვითლუსტრაცია.

ანუ ჩვენ შორის, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის, არსებობს ხალხი, რომელიც არჩევნებს მაშინ მიიჩნევს სწორად, თუ თვითონ ნახულობს სარგებელს.

თუ ვერ ნახულობს, მაშინ არჩევნების გაუქმება და ძალაუფლების არალეგიტიმური გზებით ხელში ჩაგდება ურჩევნია გამოსავლად.

თავისუფლების დაცვა შეუძლიათ ღირსეულ ადამიანებს.

როდესაც არჩევნები მხოლოდ მაშინაა კარგი, თუ თავად ნახულობ სარგებელს, ხოლო ცუდია, თუ სუსტი პოზიცია გაქვს – ეს არის ამორალურობა და გახრწნილება.

რაც სწორია, სწორია მიუხედავად იმისა, მე ვსარგებლობ ამით, თუ ვერ ვსარგებლობ.

დიახ, ჩვენი მორალური უპირატესობაა ის, რომ დღეს შეიძლება, გარანტირებული სიკეთე არ გვქონდეს არჩევნებისგან, მაგრამ რაც სწორია, იმაზე უარს არასოდეს ვიტყვით და არასოდეს ხალხის მანდატის გვერდის ავლით ძალაუფლების დაპატრონებას არ შევეცდებით.

რაც სწორია, სწორია მაშინაც, როცა შენ ვერ სარგებლობ!

ჩვენ არ გვინდა ძალაუფლება ხალხის მანდატის გარეშე.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ხალხის მხარდაჭერის გაზრდაა და არა ამ მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გულუბრყვილო ამორალურობაა გამეფებული აქტიურ ხალხში.

ღირსეული ადამიანების რაოდენობა თუ არ გაიზარდა ჩვენ შორის, სულ ბატონყმობა გვექნება.

კომენტარები