უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი სტატუსზე: ისტორიული მომენტია, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია

გულწრფელად ვესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, მიანიჭონ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. მადლიერი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლეიენისა და ევროკავშირის ლიდერების მათი მხარდაჭერის გამო. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.

კომენტარები