საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი: პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი, ჰქონდა ნეგატიური გზავნილები ბრიუსელის მიმართ

სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. ჯერ ერთი, რაც დავინახეთ პარლამენტში, ესაა საწინააღმდეგო იმისა, რაც აჩვენა საზოგადოებამ [17 ივნისს]. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა, დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლება გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილებს... რომ "ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა". ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი ამ თავისი შინაარსით.

შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამე - ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, გაიგო, შენგან რას ელოდება ის პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს - გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველამ ერთად, არაპოლარიზებულად და არადაპირისპირებით, ყევლაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენ მიმართ გზავნილი, რომ "თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს".

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრის პარლამენტში გამოსვლაზე.

კომენტარები