რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ის გენპროკურორი რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების განსახილველად უკრაინაში ჩავიდა

The New York Times

აშშ-ს გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის გენერალურ პროკურორს, ირინა ვენედიკტოვას შეხვდა. გარლანდის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის მთავარი პროკურორები განიხილავენ უკრაინაში ომის დანაშაულის ჩამდენი პირების ინდენტიფიცირების, დაკავებისა და გასამართლების გეგმას. 

გარლანდის თქმით, ის უკრაინაში იმყოფება, რათა "არაპროვოცირებული და უსამართლო რუსული თავდასხმის დროს, უკრაინელი ხალხის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს". 

"აშშ აგზავნის აშკარა მესიჯს - არ არსებობს ადგილი, სადაც შესაძლებელია დამალვა. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ამ სისასტიკის ყველა ჩამდენმა პასუხი აგოს". – თქვა გარლანდმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები