ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია, რომ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, თუმცა ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. ნახეთ რიტორიკა გასული ოთხი დღის განმავლობაში, შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, რომ იმასაც არ ასრულებს. ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ეს არის მათი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი და აქედან ჩანს, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ, მათ უნდათ საპირისპირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ დეპოლარიზაციის მიმართულებით. იმისათვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ქვეყანაში, საჭიროა სულ მცირე ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის პრორუსული ხელისუფლება, პუტინისტური ხელისუფლება, ლექსიკონიდან ამოიღოთ გადატრიალება, რიგგარეშე და ასე შემდეგ, მაგრამ არა ვერ ახერხებთ, ვერ ახერხებთ გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული, არამედ თქვენი გზა არის მთლიანად სხვა მიმართულებით.
ქართული ოცნება
კობახიძე: დეპოლარიზაციისთვის ამოიღეთ სიტყვები – პუტინისტური მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები
tbl.ge/61tq
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართავს.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




