საქართველო-ევროკავშირი

სამგორის გამგებელი აქციაზე: ვინც იქ მივიდა, მაგარი სი*ები ხართ, ჩემს თაობას ვეუბნები

გუშინ ვფიქრობდი, დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას,

მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გაგცეთ, მხად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ.

წერს სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე Facebook-გვერდზე. გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა. 

კომენტარები