საქართველო-ევროკავშირი

ორბანის თქმით, კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოც იმსახურებს

Facebook/Orbán Viktor

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ ვიდეოკონფერენციაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც უნდა მიენიჭოთ. 

უნგრეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბერტალან ჰავასის თქმით, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მალტის პრემიერმინისტრები მონაწილეობდნენ. 

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები