ლარი დოლართან 1.01 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.56 თეთრით. 20 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9340 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0913 ლარი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.