საფრანგეთი

მაკრონის ალიანსი საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს – ეგზიტპოლის შედეგები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.

ფრანგული ტელევიზიის, TF1 TV-ის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია სრული უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. ამისთვის მას 289 ადგილი სჭირდება, თუმცა, პირველადი ეგზიტპოლების მიხედვით, ცენტრისტული ალიანსი პარლამენტს 224 მანდატით დააკომპლექტებს. 

ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილს მემარცხენე-მწვანე ალიანსი Nupes-ი 150 მანდატით დაიკავებს.

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია, 89 მანდატით გავა.

ასევე, მემარჯვენე რესპუბლიკელები პროგნოზების მიხედვით, საფრანგეთის პარლამენტში 78 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი. ვარაუდობენ იმასაც, რომ რესპუბლიკელები მაკრონის პარტიასთან კოალიციით უმრავლესობას შექმნიან. 

კომენტარები