რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუტე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ფაქტობრივად, ეს ჩვენი ომია

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს სიტყვებით, ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ფაქტობრივად, საერთო ომია, რომელშიც უკრაინამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რუტეს თქმით, ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს, რათა კიევი ამ გამარჯვებასთან დაახლოოს.

რუტეს თქმით, NATO-ს წითელი ხაზი არის ის, რომ ალიანსი კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვება, თუმცა, მისგან დამოუკიდებლად, ნიდერლანდები უკრაინას ფინანსურად და სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება. 

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ ამსტერდამი, გერმანიასთან ერთად, უკრაინაში ჰაუბიცებს გაგზავნის.

"ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ფაქტობრივად ჩვენი ომია. თუ ჩვენ პუტინს უკრაინის ოკუპაციის უფლებას მივცემთ, რა იქნება შემდეგი? სინამდვილეში, ეს პირდაპირი საფრთხეა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება". - თქვა რუტემ.

აქამდე, ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდება დაანონსა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები