რუსეთის ფედერაცია

კიბერთავდასხმის გამო პუტინის გამოსვლა ერთი საათით გადაიდო

ТАСС

კრემლის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის გამო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკის ფორუმზე ერთი საათით გადაიდო. თავდასხმა ფორუმის სააკრედიტაციო ბაზაზე მოხდა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ სისტემის გამოსწორებაზე, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

"გვჭირდება 30-40 წუთი მონაცემთა ბაზის აღსადგენად".  - აღნიშნა პესკოვმა.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს 2022 წელს პოლიტიკოსები დასავლეთიდან არ ესტუმრნენ. 

კომენტარები