ევროკავშირი-საქართველო

იოზვიაკი: საქართველოსთვის ჯერ პირობები იქნება, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი

ტაბულა

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მივიდა წინასწარ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება. 

ჟურნალისტის თქმით, ეს შეთანხმება მომდევნო კვირაში ევროკომისიის ლიდერების მიერ განიხილება.

"ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა, ამჟამად კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის, რასაც მოჰყვება პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. საქართველოსთვის კი ჯერ პირობები და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. ევროკომისიის ლიდერების მიერ მომდევნო კვრაში განიხილება". – წერს იოზვიაკი.

კომენტარები