რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის $9 მილიონის ღირებულების 10 შემცვლელ ლულას გაუგზავნის

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის ინფორმაციით, კანადა უკრაინას M777 ჰაუბიცების საარტილერიო იარაღისთვის $9 მილიონის ღირებულების 10 შემცვლელ ლულას გაუგზავნის.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარება მივაწოდოთ, რომელიც მას თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად სჭირდება". - თქვა ანიტა ანანდმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები