მაიმუნის ყვავილი

საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

"ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას". - წერია განცხადებაში.  

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე – NCDC-ის განმარტება

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).

კომენტარები