უკრაინა-ნატო

სტოლტენბერგი: ზელენსკი ივნისის ბოლოს მიწვეული იქნება NATO-ს მადრიდის სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეული იქნება ალიანსის სამიტზე მადრიდში, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება. ზელენსკის შესაძლებლობა ექნება, რომ ნატოს ლიდერებს მიმართოს. მოხარულები ვიქნებით, თუ მას პირადად ვიხილავთ, თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ზელენსკი ვიდეომიმართვას გააკეთებს.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები