რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ვინ თქვა, რომ 2 წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი უკრაინის რუკიდან გაქრობით იმუქრება.

"ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. 

ერთი შეკითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს "ანტი-რუსეთის" პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ". – წერს მედვედევი საკუთარ Telegram-არხზე.

გასულ დღეებში მედვედევმა დაწერა განმარტება, თუ რატომ არის მისი პოსტები Telegram-ზე ხისტი ხასიათის.

"ხშირად მეკითხებიან, ჩემი პოსტები ტელეგრამის არხზე ასეთი ხისტი რატომ არის. ვპასუხობ – მე მათ ვერ ვიტან. ისინი ნაძირლები და უჯიშოები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი სურთ და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ისინი გაქრნენ". – დაწერა მედვედევმა.

აქამდე, დმიტრი მედვედევი Al Jazeera-სთან ინტერვიუში უკრაინას სუვერენიტეტის დაკარგვით დაემუქრა, თუ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

კომენტარები