რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: მოლაპარაკებებზე უარის თქმა უკრაინას სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს უქმნის

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი უკრაინას ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით ემუქრება.

"რა საფრთხეს ქმნის? გასაგებია რასაც. სამწუხაროდ, ეს დაკავშირებულია მსხვერპლთანაც, ნგრევასთანაც და საბოლოო ჯამში უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს დამატებითი ტერიტორიები იმის შედეგად, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ეს – მოლაპარაკებაზე უარის თქმა – ემუქრება უკრაინას არსებითად ერთი რამით: ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით". – თქვა მედვედევმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე დაკავშირებით.

მედვედევის თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებზე უარს დასავლეთის, ვაშინგტონისა და ბრიუსიელის ზეწოლის გამო ამბობს.

ამას გარდა, მედვედევმა კიევის ხელისუფლებას გადაწყვეტილებების არაფხიზელ მდგომარეობაში მიღება დააბრალა.

"უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თუ მათზე უარს იტყვიან, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ. არა კოკაინის, ან სხვა სტიმულატორების გავლენის ქვეშ, რომლებსაც იქ იყენებენ, არამედ ფხიზელ გონებაზე". – თქვა მედვედევმა.

კომენტარები