16 ივნისის აქცია

დეკანოიძე: ვინც 16-ში მივა, მათი ლანძღვა და გინება სწორი არ არის, ესეც დაგვყოფს

მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის შეფასებაში კატეგორიულად არ ვეთანხმები. მისი ფიგურა ევროპისთვის არ შემობრუნდება. ყველამ იცის ოლიგარქის რეალური არსი ევროპაშიც და ცივილიზებულ მსოფლიოშიც.

ნიკას გვარამის შეწყალება აუცილებელია. რეზოლუციის სტატუსის შემცირება ამ საკითხს არ გაანელებს.

16-ში აქციის დაანონსება 20 ივნისის აქციის გაყოფაზე იმუშავებს. ამიტომ ერთი დღე რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი. თუმცა, ვინც 16 შიც მივა, მათი ლანძღვა და გინება არ არის სწორი. ესეც დაგვყოფს. ასევე, კარგია თუ ეს არ იქნება შემდეგი სამი დღის მთავარი თემა.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე აქცია დააანონსა.

კომენტარები