16 ივნისის აქცია

მელია: 20 ივნისის აქციის დაგმობით ზურაბიშვილი საზოგადოების გახლეჩას ახდენს

სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი, როგორც თავად ამბობს. მოდის საქართველოში იმისთვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე. და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას? არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას. პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ რომელ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია? 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს. აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება, ეს არის ევროპული მომავალი. 20 ივნისს 20 საათზე რუსთაველზე.

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე აქცია დააანონსა.

კომენტარები