20 ივნისი

დიღმელაშვილი ზურაბიშვილს: არა და არასოდეს!

ტაბულა

სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პასუხობს, რომელმაც მათ 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა. 

"არა და არასდროს!"- წერს დიღმელაშვილი FACEBOOK-ზე. 

პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის დრო არ არის და აქცია თავად დაანონსა 16 ივნისს. 

"მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".- თქვა ზურაბიშვილმა. 

 

კომენტარები