რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ფედერაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სამიტი, 7 ივნისი, 2022.

კრემლის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა. აქამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყანას UN-მ ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა

მოსკოვის მთავრობის განცხადებით, რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ იტყობინებოდა. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები