რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის 9 ქვეყანა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის შავ ზღვაში გაძლიერებისკენ მოუწოდებს

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და მისი პოლონელი კოლეგა, ანდჟეი დუდა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერმა  NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებისკენ მოუწოდა

ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მადრიდში NATO-ს სამიტამდე სამი კვირით ადრე შეხვდნენ. 

ასევე, ბუქარესტში შეკრებილმა ევროპის ლიდერებმა რუსეთის შემოჭრის ფონზე NATO-ს "დაუცველი პარტნიორების", მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გახსნა.

"რუმინეთსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, NATO-ს ერთიანობა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, უფრო აქტუალური და გადამწყვეტი ხდება". - აღნიშნა იოჰანისმა. 

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, სამიტზე გრძელვადიან ხედვებზე ისაუბრებენ, ასევე ყურადღების ცენტრში თავდაცვა და ალიანსის მე-5 მუხლი მოექცევა, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა მათგანზე თავდასხმას ნიშნავს. 
 

კომენტარები