დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება, თუმცა ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები იზიუმის სამხრეთით წინსვლას ცდილობენ.
"იზიუმის ღერძზე ოკუპანტების პროგრესი უკრიანის სამხედრო ძალებმა აპრილში შეზღუდეს.
ოკუპანტები რეგიონში წინსვლას ცდილობენ, რათა სივეროდონეცკზე წინსვლას მიაღწიონ და დონეცკის ოლქის აღების საშულება ჰქონდეთ". - წერია ანგარიშში.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





