საქართველო-ევროკავშირი

თალაკვაძე: ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს, რეალობასაა აცდენილი. ამის შესახებ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"სიმართლე არის ჩვენს მხარეს. არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება ამაზე და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რაც ქვეყანაშია და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გაუგებარია. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება. ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია". - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დებატები გაიმართა. დღეს, 9 ივნისს კი საქართველოში მედიის თავისფულების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.


2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, საქართველოს მიმართ მედიის თავისუფლების დარღვევების გამო კრიტიკა გახშირდა.

საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

კომენტარები