საქართველო - ევროკავშირი

ლელო: ევროპარლამენტში დებატებმა დაადასტურა, მთავარი დაბრკოლება ივანიშვილი და ოცნებაა

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელო 8 ივნისს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე გამართულ დებატებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და ქართული ოცნება.

"ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ოლიგარქიული მმართველობა, ჟურნალისტების დევნა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს. დებატებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყავს უამრავი მხარდამჭერი ევროპული პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში. ჩვენ დღეს, ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან არაეთხელ გავიგეთ მოწოდება - ”მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი” - ევროპელი პოლიტიკოსების ეს აბსოლუტური მხარდაჭერა, მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ლელო აცხადებს, რომ ქართული ოცნების "დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მის მიმართ არ ისმოდეს უმწვავესი კრიტიკა, მათ შორის მათი პარტნიორი სოციალისტების და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან".

"დებატების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლელოს შეთავაზება, რომ ქართული ოცნება დაუყონებლივ დაბრუნდეს 19 აპრილის "მიშელის შეთანხმებაში", ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად - და მათ შორის შეიწყალოს პოლიტიკური მოტივებით გასამართლებული ნიკა გვარამია.

ეს ყველაფერი წარმოადგენს აუცილებელ პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისადმი და ერთადერთ გონივრულ გზას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივის გადასარჩენად".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები