გაოცებული ვარ მოლაპარაკებებით, რომელსაც ამ მომენტში კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი მაკრონი პუტინთან აწარმოებენ. ეს მოლაპარაკებები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ იმ ადამიანის ლეგიტიმაციას ახდენენ, ვინც რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში არის პასუხისმგებელი. ის ამაში არის პასუხისმგებელი. მან მიიღო იქ ჯარისკაცების გაგზავნის გადაწყვეტილება. ხელმძღვანელები მას ექვემდებარებიან, ვლადიმირ პუტინს. ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმემ თქვა, ჰიტლერს სახე უნდა შევუნარჩუნოთო? რომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, ჰიტლერისთვის დამამცირებელი არ იყოსო? ასეთი რამ არ მსმენია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დუდა: მაოცებს პუტინთან მაკრონისა და შოლცის მოლაპარაკება, ჰიტლერს ვინმე ასე ესაუბრებოდა?
tbl.ge/619m
დაკოპირდა

თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ Bild-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა
- Politico: უკრაინა 20 მილიარდ დოლარს ითხოვს რუსეთის "გადასაწვავად"
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა
- ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს




