საქართველო-ევროკავშირი

ლექსმანი: საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად ივანიშვილს სანქციები უნდა დავუწესოთ

ძვირფასო კოლეგებო, როგორც ასოცირებულმა ქვეყანამ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველმა, საქართველომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ისივე, როგორც მათ ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის შესაბამისი რეფორმების გატარება, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა. 

საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლისთვის. საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ, როდესაც მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და დემოკრატიის უკუსვლა ფიქსირდება, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ.

ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების წევრი მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში, საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. 

კომენტარები