ნიკა გვარამიას საქმე

ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: შინაურ საქმეებზე საზღვარგარეთ განცხადებას არ ვაკეთებ

ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება. მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და, მით უმეტეს, შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ.

ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე. ლომჯარიას შეფასებით, ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია. ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს, რომ ის შეიწყალოს.

კომენტარები