რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პესკოვი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა პროდუქტიული და კარგად მომზადებული უნდა იყოს

TASS

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა "პროდუქტიული და წინასწარ კარგად მომზადებული" უნდა იყოს

"ჩვენი პოზიცია ცნობილია - [პრეზიდენტებს შორის] ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს პროდუქტიული და კარგად მომზადებული". - თქვა პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის პირობებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც ისაუბრა. ლავროვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის რეალური შესაძლებლობა მხოლოდ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში გაჩნდება.

პესკოვი გლობალური სასურსათო კრიზისის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, იმისათვის, რომ რუსული მარცვლეული საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ, აუცილებელია დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. 

პესკოვმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქვეყანა დეფოლტის წინაშე არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ობლიგაციების მფლობელებისთვის პროცენტის გადახდა უჭირს.

პესკოვმა ამაში დასავლეთის სანქციები დაადანაშაულა, რომლის ფარგლებშიც, მოსკოვს უცხოური ვალუტების რეზერვების თითქმის 50%-ზე წვდომა შეეზღუდა. პესკოვის მტკიცებით, სანქციები "რუსეთს ხელოვნური დეფოლტისკენ უბიძგებს".

კომენტარები