რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ – ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად მსოფლიო ძალებმა ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის წინა პლანზე დარჩება.

პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით, ჯონსონმა მინისტრთა კაბინეთთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ცუდი სამშვიდობო შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება. 

ჯონსონმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თქვა, რომ იგი "ძალიან ბედნიერია", რადგან ბრიტანეთის პარლამენტმა ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს "დიდებული სიახლეა".

ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა თქვა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა 6 ივნისს დაძლია. ჯონსონს მხარი 211-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 148-მა გამოუცხადა.

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება "Partygate"-ის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

კომენტარები