მოლდოვა

გავრილიცა: ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ სამხედრო სფეროში ინვესტიციები არ უნდა ჩავდოთ

ნატალია გავრილიცა

მოლდოვის პრემირმინისტრის, ნატალია გავრილიცას თქმით, მოლდოვამ ეროვნული არმიის მოდერნიზაციასა და ეკიპირებაში ინვესტიცია უნდა ჩადოს. პრემიერის თქმით, ეს საკითხი გარკვეული დროის განმავლობაში მივიწყებული იყო, თუმცა მოლდოვამ ახალი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს. გავრცილიცას თქმით, პარალელურად მოლდოვის მთავრობა მსჯელობს მოითხოვოს თუ არა სამხედრო დახმარება.

როგორც გავრილიცამ აღნიშნა, მთავრობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ სახელმწიფო თავდაცვისთვის გაზარდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის არმიის მოდერნიზაციისა და ეკიპირებისთვის. მისი თქით, კონსტიტუციაში ჩაწერილი ნეიტრალური სტატუსი, თავდაცვის სექტორის მივიწყებას არ ნიშნავს,
განსაკუთრებით რეგიონში უსაფრთხოების კრიზისის ფონზე.

"როდესაც ბიუჯეტი გავწერეთ, არმიის ხარჯები დაახლოებით 130 მილიონი ლეით გავზარდეთ. ამავდროულად, მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირს თავდაცვის სექტორის დასაფინანსებლად ახალი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ სარგებელს მივიღებთ არალეტალური საგარეო დახმარებისგან, რომელიც უფრო მეტად ჯარის ორგანიზებას მოიცავს. ნეიტრალიტეტი დაცული უნდა იყოს. მოქალაქეების ქვეყნის ნეიტრალიტეტს მხარს უჭერენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიცია არ უნდა განვახორციელოთ იმ პირობებში, როდესაც დღეს ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვგავართ". - თქვა გავრილიცამ.

გავრილიცას განცხადებამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მოლდოვას უნდა ჰქონდეს NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ეკიპირება. თუმცა, ასეთი სახის დახმარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ შესაბამის მოთხოვნას მოლდოვის მთავრობა წარადგენს.

"ჩვენ პარტნიორებს არალეტალური დახმარება ვთხოვეთ, საზღვარზე საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, გადაუდებელი სიტუაციებთან გასამკლავებლად. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან სხვა ტიპის დახმარების გაწევაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ გადაწყვეტილების მიღების წინაშე ვდაგვართ – ვითხოვოთ თუ არა სამხედრო დახმარება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ჯარის სამხედრო აღჭურვილობა მოძველებულია და ისიც კი მხოლოდ წვრთნისთვის არის განკუთვნილი. ამ სფეროში ინვესტიციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ განხორციელებულა და აუცილებელია [რეალობას] დავეწიოთ". - თქვა გავრილიცამ.

კომენტარები