საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა

რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მე მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 2 ივნისს, თქვა, რომ საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მიეწვიათ, რადგგან "მორალური სოლიდარობა გვევალება".

კომენტარები