საქართველო-უკრაინა

პრეზიდენტი: უნდა მოგვეწვია ზელენსკი პარლამენტში, მორალური სოლიდარობა გვევალება

არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება.

ერთ მაგალითს მოგცემთ, ჩვენ ვართ ერთერთი ქვეყანა, ძალიან ცოტაა ასეთი ქვეყანა დარჩენილი ევროპაში, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის, რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობის?...

თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს როგორც ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. 

ასევე, მე მგონია, რომ 26 მაისს, დღე, რომელიც იყო ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული და ქართული დროშები, ასევე შეიძლებოდა, ყოფილიყო უკრაინის და მოლდოვის დროშები.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები