თურქეთი

გაერომ თურქეთის სახელი Turkey შეცვალა და მას Türkiye-ს უწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის მთავრობის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალური ანკარას სახელი შეცვალა და ახლა მას Turkey-ს ნაცვლად Türkiye-ს უწოდებენ.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ჩავუშოღლუ წერდა: 

"მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის 2021 წლის 2 დეკემბრით დათარიღებული ცირკულარის შესაბამისად, სიტყვა "Türkiye" უცხოეთში გამოყენებისა და შემდგომი ბრენდინგის სტრატეგიის შესახებ. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა ამიერიდან დაიწყებს Türkiye-ს გამოყენებას, რათა შეცვალოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა Turkey, Turkei და Turquie, რომლებიც წარსულში თურქეთის რესპუბლიკის აღსანიშნავად გამოიყენებოდა".

გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაერომ ცვლილება მიიღო და ის ძალაში შევიდა.

"ეს არ არის პრობლემა, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ ან არ მივიღოთ. ქვეყნებს შეუძლია საკუთარი დასახელების არჩევა. ეს არ ხდება ყოველდღე, მაგრამ უჩვეულო არ არის, რომ ქვეყნები სახელებს იცვლიან." - თქვა გაეროს სპიკერმა.

კომენტარები