საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულება

ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 4 ივნისს, 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება.  

"დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარს: 

გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. 

გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები