მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: ჩვენ სანქციებით რა უნდა შევუბრკოლოთ რუსეთს? თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს

ევროპას უკრაინაზე რაც შეუძლია, ეხმარება. გინდ კანდიდატად მიგიღონ, გაღიარონ, თურქეთი 40 წელია კანდიდატია და კანდიდატად რჩება. კანდიდატობა ერთი ის არის, იმ ერს აჩვენო, რომ შენთან ვდგავარო, მაგრამ თვითონაც ძალიან უჭირთ, მერწმუნეთ რა. ნავთობზე უჭირთ, გაზზე უჭირთ, ბევრ რამეზე უჭირთ და რუსეთზე ჩამოკიდებულები რჩებიან, ხომ ხედავთ, თვითონ ვერ აგვარებენ. უკრაინა თავის საწინააღმდეგო ომს თვითონ აფინანსებს. იქ რომ გადის გაზსადენი, ხომ ატარებს?! ჩვენგან სანქციების მიღება უნდათ, ჩვენ სანქციებით რა უნდა შევუბრკოლოთ რუსეთს? თითო დღეში მილიარდი შესდით. თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს, ვიფიქროთ ჩვენც.

თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა.

კომენტარები