ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1-ელ ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პირველ ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს და ლესია უკრაინკას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სიხარულიძის და ბარამიძის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, შენგელიას, გობრონიძის და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის ჩიხის, დოდაშვილის,  ნადარეიშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ)   მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები