უკრაინა

უკრაინის სახალხო დამცველს რადამ უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენივას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. 

გადაწყვეტილებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

პრეზიდენტ ზელენსკის პარტია ხალხის მსახურმა გამოთქვა უკმაყოფილება ომბუდსმენის საქმიანობის შესახებ. რადაში რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფლოროვი ამბობს, რომ რამდენიმე პრეტენზია არსებობს დენისოვას მიმართ: 

  • ლუდმილა დენისოვამ  მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექსუალური დანაშაულებისა და ბავშვების გაუპატიურების მრავალი ფაქტი, რითაც ზიანი მიაყენა უკრაინას. 
  • არ იყო აქტიური ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასა და ტყვეების გაცვლის პროცესში
  • 24 თებერვლის შემდეგ დიდი დრო გაატარა საზღვარგარეთ

პოსტიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია დენისოვამ 30 მაისს გაავრცელა. მისი თქმით, გათავისუფლების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. 

კომენტარები