კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 4 კვირაში – 15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 23-30 მაისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 104 996 ტესტი და დადასტურდა 575 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი.

ასევე, ბოლო 4 კვირაში კორონავირუსით ჯამში 15 პაციენტი გარდაიცვალა. 2-30 მაისს დადასტურდა COVID-19-ის 2 508 ახალი შემთხვევა.

NCDC-ის ცნობით, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.55%. ქვეყანაში სულ 587 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 657 729 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 640 288 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 828.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები