რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელიტოპოლის მერი: ოკუპანტებმა ოკუპაციის პერიოდში ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს

ივან ფიოდოროვი

რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინული ქალაქის, მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, ოკუპანტებმა ოკუპაციის პერიოდში ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"მელიტოპოლში ადამიანებს რეგულარულად, ყოველდღიურად იტაცებენ. ოკუპაციის პერიოდში, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 500-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. ზოგი სამი დღით, ზოგი კი თვეზე მეტია. გვაქვს მაგალითი, როდესაც 16 წლის ბავშვი უკვე 50 დღეა ტყვეობაშია. ამიტომ, დღეს ყველაზე რთული საკითხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხია". - თქვა ფედოროვმა.

მისივე თქმით, მელიტოპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთმა ორ თვეზე მეტია დაბლოკა. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქიდან კერძო ტრანსპორტით, "შედარებით მშვიდად" გამოსვლა შესაძლებელია, თუმცა ამ გზას თითქმის ორი დღე სჭირდება.

როგორც ფედოროვმა აღნიშნა, ბოლო 2 კვირაში ასეთი ევაკუაცია არ განხორცილებულა და დღეს, ქალაქ ვასილიევსკასთან ახლოს, საგუშაგოზე ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების მსურველი 400-ზე მეტი მანქანა დგას.

კომენტარები