ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის გარემოცვის ხელში, დასავლეთის, NATO-ს და EU-ს საპირისპიროდ მივდივართ

ამ წლების განმავლობაში, ყველა კრიტიკულ მომენტში, ყოველთვის არჩევანი კეთდება იმაზე, რაც ივანიშვილის და მისი გარემოცვის აზრით, მათ ძალაუფლებას განამტკიცებს ქვეყანაში. ოღონდ, თან მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვადასხა დოზით ხერხდებოდა, იმის გამო რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ საქართველოს ინტერესი, იმის გამო რომ ქართულმა საზოგადოებამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარსულში, წლების განმავლობაში საქართველოს შეუქმნეს რეპუტაცია რეგიონის ლიდერის - ბევრი ფაქტორის გამო ეს ბუნდოვანება იყო შენარჩუნებული. ამიტომ ხშირად ვმეორდები ხოლმე, მაგრამ იანუკოვიჩს ამიტომ ვადარებ. სანამ შანსი აქვს ასეთ ავტორიტარს, რომელიც რეალურად პუტინისტებთან შეკრულია, იმიტომ რომ ბუნებრივი მოკავშირეები არიან, ყველანი ვხედავთ ამას ხო? 5 ივლისი იყო ამის ყველაზე მძიმე გამოვლინება, თორემ ეს წლებია ასეა.

ოღონდ, ამასთან ერთად, სიამოვნებით მიიღებდნენ იმას, რაც აქამდე ჰქონდათ. თან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად, რომელსაც უნდა საქართველოს ევროპაში წასვლა, მაგრამ ბუნებრივია არ უნდა ომი და ამ პროპაგანდას ეფექტი აქვს მასზე, რომ იქნებ გავძვრეთ, რაც დიდი შეცდომაა პრაგმატულად და მორალურად - ეს ასე არაა, ატყუებენ მათ, მაგრამ მუშაობს. თუ იქ რაღაც ბოლი დარჩებათ, სიამოვნებით გააკეთებენ ამას, მაგრამ რეალურად ეს ქვეყანა, ამ კაცის და მისი გარემოცვის ხელში, მიდის ევროპის, დასავლეთის, NATO-ს და ევროკავშირის საპირისპიროდ.

უნდა ვიმუშაოთ ყველამ, ხელისფლების შეცვლასთან ერთად, რომ ეს ფანჯარა არ აღმოჩნდება რამდენიმე კვირიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მე მგონია, რომ ნოლი გვაქვს შანსი რეალურად დაძვრის, თუმცა საოცრებები გამორიცხული არ არის. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

კომენტარები