საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: არ მგონია, ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ჩვენნაირი საარჩევნო სისტემა

რაც შეეხება რეფორმებს და საარჩევნო სისტემას, არ მგონია, რომ ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა, რაც საქართველოშია მიღებული. თუ რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე.

თუ რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა, ამაში მხოლოდ ხელისუფლების რგოლია დამნაშავე, თუ საერთოდ არის იგი დამნაშავე?

ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის".

კომენტარები