ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და შემდგომშიც გააგრძელებს ამ უტიფარ, უზნეო, უსინდისო, მარტივ, მაგრამ ეფექტურ პროპაგანდას, ყველა ოპონენტის და, მათ შორის, ირიბად დასავლური სამყაროს დემონიზებას. ეს პროცესი გაღრმავდება და გამწვავდება. ჩვენი ამოცანაა, მთლიანად ქართული საზოგადოების და არა რომელიმე ერთი პარტიის, ყველას, ვისაც სურს, რომ იხილოს თავისუფალი, დაცული, უსაფრთხო სამყაროს წევრად საქართველო, ისაა, რომ ამ პროპაგანდის ნიაღვარის ფონზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის და რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ნულოვანი შანსი გვაქვს, რომ დავიცვათ თავისუფლება, გავაღწიოთ სამშვიდობოს და დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროში.
ევროპული საქართველო
ბოკერია: ამოცანაა, რაც შეიძლება მეტს გავაგებინოთ, რამდენად სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი
tbl.ge/60u2
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც თქვა, რომ "ომის პარტია" და მისი უცხოელი ლობისტები იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველოირაკლი კობახიძექართული ოცნებაივანიშვილის რეჟიმიევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




