ბორჯომი

დავითაშვილი: ჩვენ საკუთრებაში ავიღებთ ბორჯომის აქციების ნაწილის სანქცირებული პირებისგან

ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცემა სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ არ შეგვეძლო იმიტომ, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვიყავით კომპანიასთან. აქ არ არის საუბარი არანაირ სანქციების გვერდის ავლაზე. ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს. თუმცა აქ არის ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი, რომლებსაც განვიხილავდით სხვადასხვა მარეგულირებელთან, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გავუზიარებთ.

კონკრეტული არის ის, რომ ჩვენ საკუთრებაში ავიღებთ, და ეს არ არის დროებით, ბორჯომის აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან იმისთვის, რომ კომპანია ბორჯომში კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

კომენტარები